Thumbnail
  • ქართველი ძიუდოისტი ფინალში მეტოქეს შეეკრა და იპონზე დაეცა
  • ეს, მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი მედალია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩეპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა და ის ვერცხლის გამოდგა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტერპუს გაეჯიბრა, მეტოქეს შეეკრა და იპონზე დაეცა.

ლაშამ ტურნირი გერმანელ ენტონი ზინგთან მძიმე ორთაბრძოლით დაიწყო, რომელსაც “გოლდენ სქორში” წმინდად აჯობა. შემდეგ შავდათუაშვილმა პორტუგალიელ ჟოაო ფერნანდოს ვაზარით სძლია, მეოთხედფინალში მისთვის უხერხულ მეტოქე რუსტამ ორუჯოვს 2 ვაზარი აართვა, ნახევარფინალში კი შებოჭვით რიოს ოლიმპიური თამაშების სენსაციურ ჩემპიონს, იტალიელ ფაბიო ბაზილეს მოუგო.

დღეს, ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს. 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი ბულგარელ ივაილო ივანოვს გაეჯიბრება, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი, ლუკა მაისურაძე ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს დაუპირისპირდება.

📺 ლაშა შავდათუაშვილი V ვიქტორ სტერპუ

კომენტარები

ბოლო ამბები