Thumbnail

დიდი კარიერის დასასრული - გაგამარუ სუმოდან წავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • თეიმურაზ ჯუღელმა სუმოს კარიერა დაასრულა
  • გაგამარუ ელიტურ დივიზიონში 2006 წლიდან ჭიდაობდა
  • მისი უმაღლესი წოდება სუმოში კომუსუბი იყო

ქართველი სუმოისტი გაგამარუ დიდი სპორტიდან წავიდა. 33 წლის თეიმურაზ ჯუღელმა კარიერა ტრავმების გამო დაასრულა. ის სუმოში 2005 წელს აღმოჩნდა და უკვე 2006 წლიდან სუმოს ელიტურ დივიზიონებში ჭიდაობდა. სამწუხაროდ, ჯუღელს ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა, რის გამოც კარიერაზე უარი თქვა.

გაგამარუმ ყველაზე მაღალი წოდება სუმოში 2012 წელს მიიღო, როდესაც კომუსუბი გახდა. ჯუღელს სუმოშუ უნიკალური შედეგი ჰქონდა - 2006 წლიდან 2019 წლამდე მას ბრძოლა არ გამოუტოვებია. ჯუღელს კარიერაში "მებრძოლი სულის" 2 პრიზი და ერთი ოქროს ვარსკვლავი აქვს მიღებული. ოქროს ვარსკვლავი იმ დაბალი რანგის სუმოისტებს გადაეცემათ, რომლებიც იოკოძუნას დამარცხებას ახერხებენ.

📺 გაგამარუ V ჰარუმაფუჯი - 2012 წელი

გაგამარუს კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია სუმოს ერთ-ერთმა ცნობილმა გვერდმა დაადასტურა.

კომენტარები

ბოლო ამბები