Thumbnail
  • ხუთი ქართველი მორაგბის შვიდი ლელო PRO D2-ში.
  • შარიქაძის, ბიწაძის, შეყლაშვილის, ბურდულისა და სუთიაშვილის ლელოები.

PRO D2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და ახლა TOP 14-ში მოსახვედრად ბრძოლა იწყება. პლეი ოფები საინტერესო უნდა გამოვიდეს. იმედი გვაქვს, რომ TOP 14-ში ბექა გიგაშვილის გრენობლი აღზევდება და კიდევ ერთ ქართველს მიეცემა საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონში თამაშის შანსი.

ბექა შეყლაშვილი - ერთი ლელო

ქართველმა მორაგბეებმა ამ სეზონში შვიდი ლელოთი გამოიჩინეს თავი. PRO D2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო ბექა შეყლაშვილმა დადო. მან ორიაკი დაალელოვა. კოლომიემ კი პირველ ტურში ორიაკს სტუმრად, 30:23 მოუგო.

მერაბ შარიქაძე - ორი ლელო

ბორჯღალოსანთა კაპიტანმა სეზონში ორი ლელოს დადება მოახერხა. მერაბს ხელი ტრავმებმა შეუშალა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. პირველი ლელო შარიქაძემ კარკასონთან დადო, ორიაკმა მესამე ტურის შეხვედრაში კარკასონი 41:10 გაანადგურა.

შარიქაძემ მეორე ლელო მე-11 ტურში ნევერთან დადო. ორიაკმა ეს მატჩიც მოიგო 33:23.

ბექა ბიწაძე - ორი ლელო

ბექა ბიწაძე - კიდევ ერთი ბორჯღალოსანი, რომელმაც ორი ლელო დადო PRO D2-ში. ქართველმა მორაგბემ პირველად თავი მე-14 ტურში, ვანის წინააღმდეგ გამოიჩინა.

ბიწაძემ მეორე ლელო შარიქაძის ორიაკს დაუდო. ნარბონმა მე-16 ტურში ორიაკთან 31:17 წააგო. საბოლოოდ კი ბიწაძის გუნდი PRO D2-დან გავარდა.

შალვა სუთიაშვილი - ერთი ლელო

შალვა სუთიაშვილმა ლელო 23-ე ტურში დადო. ქართველმა მორაგბემ დაქსისა და ანგულემის შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მისმა ანგულემმა კი დაქსს 28:23 მოუგო.

მირიან ბურდული - ერთი ლელო

ბოლო ქართული ლელო PRO D2-ის 24-ე ტურში დაიდო, როდესაც მირიან ბურდულმა ბაიონასთან გამოიჩინა თავი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები