Thumbnail

'ისინი ბიბლიას წვავენ, მხარს ვერ დავუჭერ' - რატომ არ დაიჩოქა ვუნიპოლამ 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველოსთან მატჩის წინ 3 ინგლისელი მორაგბე Black Lives Matter-ს არ შეუერთდა
  • ბილი ვუნიპოლა ფერადკანიანია, მაგრამ მოძრაობის წინააღმდეგია

"შემოდგომის ერთა თასის" პირველი ტურის მატჩის წინ ინგლისისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, "პომებმა" Black Lives Matter-ის აქციის მხარდასაჭერად მუხლი მოიყარეს, მაგრამ 15 მოთამაშიდან სამმა აქციაში მონაწილეობა არ მიიღო. ბენ ირლმა, ბილი ვუნიპოლამ და ჰენრი სლეიდმა აქციაში მონაწილეობა არ მიიღეს, რისთვისაც სოციალურ ქსელებში კრიტიკა დაიმსახურეს. 

ბილი ვუნიპოლამ არ დაიჩოქა

ინგლისის რაგბის კავშირი (RFU) მორაგბეებს გამოექომაგა და განაცხადა, რომ აქციაში მონაწილეობას ადამიანი ინდივიდუალურად იღებს და დაძალება არაფრით შეიძლება. 

ბილი ვუნიპოლამ ადრე განმარტა თავისი პოზიცია: "დიახ, მე ფერადკანიანი ვარ, მაგრამ პირველ რიგში მე ვარ ქრისტიანი. რაც მე ამ მოძრაობაზე ვნახე, ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ისინი წვავემ ეკლესიებსა და ბიბლიას, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ", - განაცხადა ვუნიპოლამ. 

📺 ინგლისი v საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ექსპერიმენტული ტურნირის პირველ მატჩში ედი ჯონსის გუნდმა "ბორჯღალოსნები" 40:0 დაამარცხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები