Thumbnail

შოკი გოლფის მოედანზე - სპორტსმენებმა 6-მეტრიანი ალიგატორი შენიშნეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფლორიდაში გოლფის თამაში სპორტის ყველაზე საშიში სახეობაა
  • უზარმაზარმა ალიგატორმა გოლფის მოთამაშეები დააფრთხო

ფლორიდაში გოლფის მოთამაშეებმა შოკი მიიღეს, როცა გოლფის მოედანზე უზარმაზარი ალიგატორი აღმოაჩინეს. ქვეწარმავალი სიგრძეში 6 მეტრზე მეტი იყო. სპორტსმენების ბედად, წვიმის გამო თამაში შეწყვეტილი იყო, გოლფის მოთამაშეებმა ალიგატორის გადაღება ელექტრომობილიდან მოახერხეს.

ალიგატორი ფლორიდის ქალაქ ნაპლესთან, "ვალენსია გოლფი და ქაუნთის" კლუბში შენიშნეს. რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქვეწარმავლები გოლფის მოედნებზე უნახავთ. ერთხელ სულაც სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთ გოლფკლუბში, მე-18 მოედანზე ორი ალიგატორი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები