Thumbnail
  • რეალი 1:1 ბილბაო
  • ლა ლიგის 33-ე ტურის 3 მატჩი გაიმართა
  • ვალენსიას ჩელსის ყოფილმა ფორვარდმა ლოიკ რემიმ დუბლი შეუსრულა

კრიშტიანო რონალდომ  ლუკა მოდრიჩის დარტყმულს კარის წინ ფეხი დაუხვედრა და ზინედინ ზიდანის გუნდი ბილბაოსთან შინ მარცხისგან იხსნა - 1:1. 

კრიშტიანომ ზედიზედ მე-12 მატჩში გაიტანა და ახლა ლა ლიგაში 24 გოლი აქვს გატანილი და ლეო მესის 5-ით ჩამორჩება.

ბილბაოს რიგებში შეუდარებელი იყო მეკარე კეპა არიზაბალაგა, რომელსაც ზამთარში აქტიურად უკავშირებდნენ რეალს - მან 9 "სეივი" მიითვალა. 

რეალი-ბილბაო (ვიდეო)

ბილბაო ინიაკი ვილიამსმა დააწინაურა

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

კრიშტიანო რონალდომ რეალის რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ 12 მატჩში გაიტანა (ჯამში 22 გოლი). წინა რეკორდიც მას (2014/15 წლების სეზონში) აქვს დამყარებული.

კეპა არიზაბალაგამ (ბილბაო) 9 "სეივი" მიითვალა - ლა ლიგაში კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

ბილბაომ სანტიაგო ბერნაბეუზე 12-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

ზინედინ ზიდანი: "კეპა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მე სეზონის შუაში ახალი მეკარე არ მჭირდებოდა. არ მწყდება გული, ის რომ არ ავიყვანეთ. 

რეალი 1:1 ბილბაო  

გოლები: 0:1 ვილიამსი (14), 1:1 რონალდო (87)

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - ლ. ვასკესი, კროოსი, მოდრიჩი, ასენსიო (69. ისკო) - ბენზემა (69. ბეილი), რონალდო 

სხვა მატჩები

ვალენსია 1:2 ხეტაფე

გოლები: 0:1 რემი (16), 0:2 რემი (49), 1:2 როდრიგო (69)

ესპანიოლი 0:1 ეიბარი

19 აპრილი

ალავესი-ჟირონა

სოსიედადი-ატლეტიკო

ბეტისი-ლას პალმასი

ლევანტე-მალაგა

კომენტარები

ბოლო ამბები