Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს ტესტმა კოვიდ 19-ზე უარყოფითი შედეგი აჩვენა
  • პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს შეუძლია, კარანტინი დატოვოს

კარგი ამბავი კრიშტიანო რონალდოსთვის, იუვენტუსისთვის და მათი ფანებისთვის!

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კოვიდ 19 დაამარცხა და შეუძლია, კარანტინი დატოვოს. რონალდოს კორონავირუსისგან განკურნება მე-19 ტესტმა ცხადყო, რაც ტურინულმა კლუბმაც ოფიციალურად დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს პორტუგალიის ნაკრებში ყოფნისას დაინფიცირდა და ვირუსი 13 ოქტომბერს დაუდასტურდა.

შუა კვირაში, იუვენტუსისა და ბარსელონას მატჩის წინ CR7-მა პი-სი-არ ტესტს იდიოტობა უწოდა. რონალდო უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ლიონელ მესისთან მისი დუელი ვერ შედგებოდა. თუმცა მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. იუვემ ბარსასთან მის გარეშე 0:2 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები