Thumbnail

დღეს 60 წლის გახდა. ძალიან მაგარი, მეტიც, არაამქვეყნიურად მაგარი რომ იყო, ეს ყველამ იცის, მაგრამ დღემდე ისმის ხოლმე კითხვა: მაინც რამდენად მაგარი იყო დიეგო არმანდო მარადონა? ახალი რა გითხრათ? გახსნილი თასმებითაც კი, გახურების დროს, ისეთ რაღაცებს ისე მარტივად აკეთებდა, რომ… სხვების უმრავლესობა ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობს.

თუ ეს ვიდეო ნანახი გაქვთ, დღეს სწორედ ის დროა, როცა კიდევ უნდა ნახოთ. და თუ ნანახი არ გაქვთ, მაშინ დღეს დაიწყებთ და მომავალში კიდევ ბევრჯერ ნახავთ. მოქმედება 1989 წელს ხდება, უეფას თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, მიუნხენში, სადაც ნაპოლი ბაიერნს ხვდებოდა. ასე ხურდებოდა “ფეხბურთის ღმერთი” ავსტრიული ბენდის, Opus-ის ძალიან ცნობილი ჰიტის, Live is Life-ის ფონზე.

P.S. უეფას თასი იმ წელს მარადონას ნაპოლიმ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები