Thumbnail

Activision Cold War-ის Warzone-ში ინტეგრაციას აპირებს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Warzone-ის ინტეგრაცია Modern Warfare-ის მსგავსად იმუშავებს
  • Cold War-ის შეიარაღებისა და გმირების გამოყენება Warzone-ს მოთამაშეებსაც შეეძლებათ
  • თამაშის განახლება დეკემბერში გამოვა

დღეს, Activision-მა განაცხადა რომ Call of Duty: Black Ops Cold War-ის მულტიფლეიერ Warzone-ში ინტეგრაციას დეკემბრისთვის უნდა ველოდოთ. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს Black Ops Cold War-ის პირველი სეზონის დაწყებისთანავე მოხდება. შეგახსენებთ, რომ თამაშის გამოსვლა 13 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

კონკრეტულად რას ნიშნავს ამ ორი თამაშის ერთმანეთთან ინტეგრაცია? კომპანიის განცხადებით, Cold War-ის შეიარაღებისა და გმირების გამოყენება Warzone-ს მოთამაშეებსაც შეეძლებათ, თუმცა, ეს დამატებიტი კონტენტი ე.წ. 'ბეთლ ფესის' საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება თავად Cold War-ს, Warzone-ის მოთამაშეებს საკუთარი კოსმეტიკური ნივთებისა და გმირების ამ თამაშშიც შეეძლებათ.

Activision-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ინვესტორების ინიციატივა იყო. ''Cold War-ის იარაღებისა და პერსონაჟების უფასო მულტიფლეიერში დამატებას ვაპირებთ. ამის ძირითადი მიზანია, Warzone გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მომხიბვლელი, როგორც უფასო მულტიფლეიერი და არ ჩამორჩეს ჩვენი სხვა თამაშების უახლეს ტექნოლოგიას.''

ორი თამაშის ინტეგრაციის საკითხზე განმარტება Activision-ის დირექტორმა, რობ კოსტიჩმაც გააკეთა.

''თამაშების განახლების შემდეგ, Black Ops-ის შეიარაღება და გმირები, 55-ე ლეველის ჩათვლით, შეგეძლებათ Warzone-შიც გამოიყენოთ, სწორედ ისევე, როგორც ეს Modern Warfare-შია. კიდევ ერთი დამატებითი სიახლე ისაა, რომ Warzone -ში, მოთამაშეებს შეეძლებათ, აირჩიონ, რომელი ლოუდაუთით უნდათ თამაში: Black Ops-ის თუ Modern Warfare-ის.'' აცხადებს კოსტიჩი.

როგორც ხედავთ, Warzone-ის ინტეგრაცია, იმავე პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელზეც Modern Warfare-ის. თუმცა, თუ Cold War ალფა ტესტინგის დროს გითამაშიათ, მიხვდებოდით, რომ ის Modern Warfare-ისგან ერთი ძირეული ნიშნით განსხვავდება და ეს ნიშანი შეიარაღებაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ორი თამაში სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ Warzone-ში ინტეგრაციამდე, დეველოპერებს იარაღების შეცვლა და ბალანსირება მოუწევთ, რომ ის Warzone-ის 'მეტას' მოარგონ. 

გაუმკლავდება თუ არა Warzone-ის დეველოპერთა გუნდი ამ გამოწვევას, ამას დეკემბერში შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები