Thumbnail

ხაბიბი ემანუელ მაკრონზე: დაე უზენაესმა დაამახინჯოს ამ სატანის სახე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ისინი თავისუფლების ლოზუნგის საფარქვეშ მუსულმანების გრძნობებს შეურაცხყოფენ
  • ხაბინ ნურმაგომედოვი საფრანგეთის პრეზიდენტს საშინელი სასჯელით დაემუქრა

UFC-ს დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, რომელმაც მცირე ხნის წინ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეურაცხყოფა მიაყენა. ხაბიბის აზრით, მაკრონი პატივს არ სცემს ისლამის მიმდევრებს და უმკაცრეს სასჯელსაც იმსახურებს. ნურმაგომედოვმა საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და პოსტს ფოტოც დაურთო, სადაც მაკრონს სახეზე ფეხსაცმლის ანაბეჭდი აქვს:

“დაე უზენაესმა დაამახინჯოს ამ სატანისა და მისი მიმდევრების სახე, რომლებიც თავისუფლების ლოზუნგის საფარქვეშ მილიარდნახევარზე მეტი მუსულმანის გრძნობებს შეურაცხყოფენ. დაე უზენაესმა დაამციროს ისინი როგორც ამ, ასევე – შემდგომ ცხოვრებაში. ალაჰი სასჯელს არ აგვიანებს და ამას, მალე ნახავთ. ჩვენ – მუსულმანებს ჩვენი წინასწარმეტყველი მუჰამედი (დაე დალოცოს ის ალაჰმა) დედებზე, მამებზე, შვილებზე და ყველა ჩვენს ახლობელ ადამიანზე მეტად გვიყვარს. დამიჯერეთ, მათ ეს პროვოკაციები არ შერჩებათ, გამარჯვებულები ყოველთვის ღვთისმოშიშები გამოდიან”.

ცნობისთვის, მაკრონი მკაცრად გამოეხმაურა პარიზის გარეუბანში მომხდარ ტერაქტს, როდესაც ფრანგი მასწავლებელი სამუელ პატი მოკლეს. რამდენიმე დღის წინ, მას მუჰამედის კარიკატურის შექმნისთვის 18 წლის ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი გაუსწორდა და თავი მოჰკვეთა. ბოროტმოქმედი პოლიციამ მოკლა, მაკრონმა კი მომხდარს “ისლამური ტერორისტული აქტი უწოდა” და დაამატა, რომ “ერთიანობა და სიმტკიცე არის მთავარი პასუხი საშინელი ისლამური ტერორიზმისთვის”.

შეგახსენებთ, რომ ხუთიოდ დღის წინ, ხაბიბმა მებრძოლთა კუნძულზე, აბუ დაბიში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი მე-2 რაუნდის დასაწყისში მარყუჟით "დააძინა" და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ მან შერეულ ორთაბრძოლებში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 32 წლის რუსი მებრძოლი UFC-დან დაუმარცხებელი წავიდა (29 მოგება და 0 წაგება).

View this post on Instagram

Да обезобразит Всевышний лицо этой твари и всех его последователей, которые под лозунгом свободы слова оскорбляют чувства более полутора миллиарда верующих мусульман. Да унизит их Всевышний в этой жизни, и в следующей. Аллах скор в расчёте и вы это увидите. Мы - мусульмане, любим нашего Пророка Мухаммада (да благословит его Аллах и приветствует) больше, чем наших матерей, отцов, детей, жён и всех остальных близких нашему сердцу людей. Поверьте мне, эти провокации им выйдут боком, конец всегда за Богобоязненными. - ‎قبح الله وجه هذا الأبتر وجميع تبعهم الذين يؤذون الشعور أكثر من نصف مليار مسلم تحت قناع الحرية ‎أذلهم الله في الدنيا والآخرة إن الله سريع الحساب ‎نحن مسلمون نحب رسولنا ونبينا محمد صلى الله عليه وسلم أكثر من أمهاتنا وآبائنا وأبنائنا وأزواجنا ومن جميع خلق الله سبحانه وتعالى ‎صدّقوني هذه الاستفزازات سوف تخرج من أعناقهم والعاقبة للمتقين - Holy Quran 33:57 ------------------ إِنَّ الَّذِينَ يُؤْذُونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ لَعَنَهُمُ اللَّهُ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَأَعَدَّ لَهُمْ عَذَابًا مُّهِينًا Воистину, тех, которые поносят Аллаха и Его Посланника, Аллах проклял в этом мире и в Последней жизни и уготовил им унизительные мучения.

A post shared by Khabib Nurmagomedov (@khabib_nurmagomedov) on

კომენტარები

ბოლო ამბები