Thumbnail

ფუტურისტული E-Bike, რომლითაც მაქს ბიაჯი რეკორდების მოხსნას აპირებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაქს ბიაჯი ერთდროულად 12 რეკორდის დამყარებას აპირებს
  • მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონმა ამისათვის მოტოციკლეტი თვითონ შექმნა

ამ უიქენდზე საფრანგეთში, კონკრეტულად კი შატორუს აეროპორტში მაგარი ამბებია დაგეგმილი.

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი ბაიკერი მაქს ბიაჯი ერთდროულად 12 რეკორდის დამყარებას შეეცდება. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც იტალიელს აქვს, საკუთარი იდეებით შექმნილი ფუტურისტული E-Bike-ით, Voxan Wattman-ით 330 კმ/სთ სისწრაფის განვითარებაა.

49 წლის იტალიელი 12 რეკორდის მოხსნას ეცდება

“შატორუს აეროპორტში უკვე მესამედ ვართ. ამას მზადყოფნაც აღარ ეთქმის, უფრო მეტია! თუ გზის ზედაპირი მშრალი იქნება და გვერდული ქარები სუსტი, ბევრ რეკორდს დავამხობთ,” - აცხადებს 49 წლის ბიაჯი, რომელიც 250-ის ოთხგზის და Superbike-ის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია.

ვიდეოVENTURI

რომაელს ცდები რამდენიმე სხვადახვა მოტოციკლეტით ექნება - მეოთხედ მილზე, ერთ მილზე და ერთ კილომეტრზე. იქნება, როგორც სტარტები ადგილიდან, ისე შუალედური აჩქარებებიც. მაქს ბიაჯი ახალი რეკორდების დამყარებას ივლისში, ბოლივიაში აპირებდა, მაგრამ კორონავირუსმა გეგმები ჩაუშალა. ახლა დასახული მიზნების მიღწევას საფრანგეთში ეცდება.

ბიაჯის გეგმამ საქართველოში, ყვარლის ყბაზე დიდი გამბედაობის ამბავი გაგვახსენა და თქვენც გაგახსენებთ: 

კომენტარები

ბოლო ამბები