Thumbnail

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მორიგ ტურში დღის საუკეთესო დანქის ავტორი გახდა.

29 წლის მძიმე ფორვარდმა თავი ვალენსიასთან მატჩში გამოიჩინა, რომელიც რუსულმა გრანდმა 84:75 მოიგო. იოჰანეს ვოიგტმანის პასის შემდეგ, თოკო ფარქვეშ მარჯვენა მხრიდან შეიჭრა და 2 მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბურთი ფარში ცალი ხელით ჩატენა. საერთო ჯამში, შენგელიამ მოედანზე 23:22 წუთი გაატარა და ცსკა-ს 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

შენგელიას გუნდი 3-3 მოგება-წაგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 ნოემბერს, ათენში, პანათინაიკოსის წინააღმდეგ ჩაატარებს. მანამდე, უკვე 1 ნოემბერს ცსკა-ს VTB-ლიგაში კრასნოიარსკის ენისეისთან თამაში ელის.

📺 შენგელიას დანქი ვალენსიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები