Thumbnail
  • იუვენტუსი 0:2 ბარსელონა
  • ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა იუვენტუსთან შეხვედრა შეაფასა
  • სპეციალისტის აზრით, ანტუან გრიზმანს უბრალოდ არ უმართლებს

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა იუვენტუსთან გამარჯვება შეაფასა და ანტბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაში ტურინის იუვენტუსთან გამარჯვებაზე შეაფასაუან გრიზმანის გამოუყენებელ მომენტებზეც ისაუბრა. 

კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში სტუმრად ტურინში ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. გატანილი გოლებით უსმან დემბელე და ლიონელ მესი (პენალტით) გამოირჩნენ.

"ეს ჩვენი საუკეთესო მატჩია ამ სეზონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ევროპის ძლიერ გუნდთან. ჩვენ შევძელით საკუთარი ფეხბურთის ჩვენება. 
  
მსურდა სამი მცველით თამაში, რათა ერთი ფეხბურთელი წინ წასულიყო და მოედნის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობა შეგვექმნა. ამის წყალობით ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და სიმართლე გითხრათ, მატჩის ბედი უფრო ადრეც უნდა გადაგვეწყვიტა.

ვფიქრობ, რომ ანტუან გრიზმანს უბრალოდ არ უმართლებს. დღეს მას ორი ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა, ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა, თუმცა ორივე შემთხვევაში მან მაქსიმალურად კარგად ითამაშა", - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა. 

G ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად რონალდ კუმანის გუნდი გალიდერდა (6 ქულა). იუვენტუსი 3 ქულით მეორე ადგილზე რჩება, ხოლო ფერენცვაროშსა და კიევის დინამოს თითო ქულა აქვთ. კუმანის გუნდი ლიგაში მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს, შინ კიევის დინამოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები