Thumbnail

ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის თამაშები გაიმართა. "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერ იუნაიტედი 21-ე წუთზე დაწინაურდა, როცა პოგბას პასით გრინვუდმა გაიტანა. VAR-მა ეპიზოდი გადაამოწმო და გოლი დატოვა. მეორე ტაიმში მოედანზე მარკუს რაშფორდი გამოჩნდა, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა, სულშერის გუნდმა კი ლაიპციგი 5:0 გაანადგურა და ჯგუფში ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. 

📺 მანჩესტერ იუნაიტედი v ლაიპციგი [მიმოხილვა]

დორტმუნდს გაუჭირდა ზენიტის დამარცხება, თუმცა მეორე ტაიმში სანჩომ პენალტით გაიტანა, ბოლო წუთზე კი თავისი გოლი ჰაალანდმაც შეაგდო, ეს გერმანელების პირველი ქულებია ჯგუფში.

📺 დორტმუნდი v ზენიტი [მიმოხილვა]

E ჯგუფი

სევილია 1:0 რენი

გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (56) 

სევილია (4-3-3): ბონო - ხესუს ნავასი, დიეგო კარლოსი, კუნდე, აკუნია - ჟორდანი (89. გუდელი), ფერნანდო, ო. ტორესი (76. რაკიტიჩი) - ოკამპოსი, ლ. დე იონგი (85. ენ-ნესირი), ელ ჰადადი (85. ფ. ვასკესი)

F ჯგუფი

ბრიუგე 1:1 ლაციო

გოლები: 0:1 კორეა (14), 1:1 ვანაკენი (42-პენალტი)

ლაციო (3-5-2): რეინა - გაბარონი (46. პერეირა), ჰოიდტი, აჩერბი - მარუშიჩი, აკპა აკპრო, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ფარესი (56. მურიქი) - კორეა, კაისედო (68. კზისი)

დორტმუნდი 2:0 ზენიტი

გოლები: 1:0 სანჩო (78-პენალტი), 2:0 ჰაალანდი (90+1)

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მონიე, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - დაუდი (67. ტ. აზარი), ვიტსელი - სანჩო (84. დელეინი), როისი (74. ბრანდტი), რეინა (84. ბელინგემი) - ჰაალანდი

H ჯგუფი

მანჩესტერ იუნაიტედი 5:0 ლაიპციგი

გოლები: 1:0 გრინვუდი (21), 2:0 რაშფორდი (74), 3:0 რაშფორდი (74), 4:0 მარსიალი (87-პენალტი), 5:0 რაშფორდი (90+2)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვან-ბისაკა (81. ტუანზებე), ლინდელიოფი, მაგუაირი, შოუ - მატიჩი (63. მაკტომინეი), ფრედი - გრინვუდი (63. რაშფორდი), პოგბა (81. კავანი), ვან დე ბეეკი (68. ფერნანდეში) - მარსიალი  

კომენტარები

ბოლო ამბები