Thumbnail
  • ქალთა ნაკრებში კოვიდ-ეპიდემიაა
  • ლაშა ბექაურის მესამე ტესტის პასუხიც დადებითია

საქართველოს ძიუდოისტ ქალთა ნაკრებში COVID-19-ის ეპიდემიაა - დაინფიცირებულები არიან U21 და U23 ნაკრებების წევრები, ერთი კი ეროვნული ნაკრების წევრიც, კორონავირუსიდ დაუდასტურდა ერთ-ერთ მწვრთნელსაც. მთელი ნაკრები თვითიზოლაციაშია მწვრთნელთა შტაბის ჩათვლით.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ პორეჩში 4-6 ნოემბერს უნდა გაიმართოს, იქვე 9-10 ნოემბერს უკვე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატია, ხოლო დიდებში ევროპის ჩემპიონატს პრაღა (ჩეხეთი) 19-21 ნოემბერს უმასპინძლებს. 

ქალთა ნაკრებების შეკრება 14 ოქტომბერს დასრულდა, მას მერე მწვრთნელმა გია თენაძემ გოგონები შინ გაუშვა დასასვენებლად, რამდენიმე დღეში გუნდი გორში ისევ შეიკრიბა, მაგრამ სამწუხაროდ, COVID-19 დიდ ნაწილს დაუდასტრურდა. ტესტირება საშეჯიბრო ვადებით პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. 

დიდი ალბათობით, ახალგაზრდული ნაკრებები აღარ წავლენ ხორვატიაში. მით უფრო, რომ კორონავირუსი თითქმის ყველა ლიდერს დაუდასტურდა. მეტი შანსია დიდებში ევროპის ჩემპიონატამდე მოესწროს დაინციცირებულის გამოჯანმრთელება. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ქალთა შორის პრაღაში მონაწილეობას ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვივლი და ეთერ ლიპარტელიანი აპირებენ. 

რაც შეეხება ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ბექაურს, მესამე ტესტის პასუხიც დადებითია. ლაშამ ამის გამო უკვე გამოტოვა ბუდაპეშტის გრანდ სლემი. ვაჟთა შორის არცერთ ასაკობრივ კატეგორიაში კორონავირუსის სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები