Thumbnail

467 კილოგრამი ორჭიდში - ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა ადვილად მოიპოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დუშეთში საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატი ჩატარდა
  • მძიმე წონითი კატეგორიის გამარჯვებული ლაშა ტალახაძე გახდა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების 4-4 გზის გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ დუშეთში საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მარტივად მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ოქროს მედლები ატაცში, აკვრასა და საერთო ჩათვლაში მოიგო. მან ატაცში პირველად 200 კილოგრამი დაძლია, რის შემდეგაც 210 და 217 კილოგრამები აიტაცა და ოქროს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ტალახაძემ ატაცში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 220 კგ-იანი შტანგა დაძლია, თავისივე მიღწევა 2 კგ-ით გააუმჯობესა, რითიც მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ატაცი
🏋‍♂ 200 კილოგრამი ✅
🏋‍♂ 210 კილოგრამი ✅
🏋‍♂ 217 კილოგრამი ✅ 

რაც შეეხება აკვრას: ტალახაძეს პირველი 240-კილოგრამიანი ცდა გაუფუჭდა, მაგრამ იგივე წონა მეორე ცდაზე დაძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა, თუმცა ტალახაძემ მესამე ცდაც გამოიყენა და საქართველოს ჩემპიონობა ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამით მოიგო. ტალახაძემ ბოლო ცდაზე 250-კილოგრამიანი შტანგა აწია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა მსოფლიო რეკორდი აკვრაში 264 კილოგრამია, ხოლო ორჭიდის ჯამში მას 484 კილოგრამი აქვს დაძლეული.

აკვრა
🏋‍♂ 240 კილოგრამი ✅
🏋‍♂ 250 კილოგრამი ✅

კომენტარები

ბოლო ამბები