Thumbnail
  • დავით ხოჭოლავამ უეფას ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა
  • მან აღნიშნა, რომ გუნდს უფრო მეტი ქულის მოგროვება შეეძლო

დავით ხოჭოლავას შახტარმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ინტერს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. ხოჭოლავას გუნდს 4 ქულა აქვს და B ჯგუფის ლიდერია, რადგანაც გლადბახმა რეალთან 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მატჩი ფრედ დაასრულა.

დავით ხოჭოლავა ინტერთან შეხვედრაში 62-ე წუთზე შეცვალეს. მან ტრავმა მიიღო. კარგი ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხოჭოლავამ უეფას ვებგვერდს მცირე კომენტარი მისცა.

დავით ხოჭოლავა: გულწრფელად მჯეროდა, რომ ორი თამაშის შემდეგ, 4 ქულას აღება შეგვეძლო, უფრო მეტისაც. მე ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის. თუ საკუთარი თავის არ გჯერა, მაშინ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაში უნდა თამაშობდე.

ხოჭოლავას შახტარს მომდევნო მატჩის სანაკრებო პაუზის შემდეგ ელის. უკრაინული კლუბის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში გერმანული გლადბახი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები