Thumbnail

ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის თამაშები გაიმართა.

მადრიდში ძალზე სანახაობრივი მატჩი გაიმართა, რაც ატლეტიკოს მხრიდან ცოტა მოულოდნელი იყო - ყურადღების ცენტრში იყო პორტუგალიელი ჟოაო ფელიქსი, რომელსაც ავსტრიელთა კარში სუპერგოლი გაჰქონდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. პირველ ტაიმში მარკოს ლორენტეც გამოირჩა, მან ერთი გაიტანა, ერთიც უნდა გაეტანა, თუმცა ზალცბურგმა გათანაბრება შეძლო. 

📺 ატლეტიკო v ზალცბურგი [მიმოხილვა]

მეორე ტაიმში სტუმრები ბერიშას გოლით წინაც გავიდნენ, მაგრამ ფელიქსმა მალევე გაათანაბრა. გამარჯვების გოლი სწორედ პორტუგალიელმა ფორვარდმა გაიტანა - 3:2 დიეგო სიმეონეს გუნდის სასარგებლოდ.

📺 მარსელი v სიტი [მიმოხილვა]

სიტი პირველ ტაიმში მარსელში ესპანელმა ფერან ტორესმა დააწინაურა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა დე ბრუინეს პასით. სიტიმ გამარჯვება მშვიდად მიიყვანა ბოლომდე - მეორე ტაიმში გიუნდოგანმა და სტერლინგმა გაიტანეს. 

📺 ატალანტა v აიაქსი [მიმოხილვა]

ბერგამოშიც მხიარული ფეხბურთი გაჩაღდა, აიაქსი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, მაგრამ ატალანტამ კოლუმბიელი დუვან საპატას დუბლით გაათანაბრა - 2:2.

📺 ლივერპული v მიდტიულანდი [მიმოხილვა]

ამ ჯგუფს ლივერპული ლიდერობს, რომელსაც თავიდან გაუჭირდა მიდტიულანდის დამარცხება, მაგრამ შემდეგ კლოპმა მოედანზე მთავარი ძალები ჩართო - 2:0.

A ჯგუფი

ატლეტიკო 3:2 ზალცბურგი

გოლები: 1:0 ლორენტე (29), 1:1 სობოსლაი (40), 1:2 ბერიშა (47), 2:2 ჟოაო ფელიქსი (52), 3:2 ჟოაო ფელიქსი (85) 

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ლოდი (82. ერმოსო) - კორეა, კოკე, ერერა (82. ტორეირა), ლორენტე - ჟოაო ფელიქსი, ლუის სუარესი (82. ლემარი)

C ჯგუფი

მარსელი 0:3 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 ფ. ტორესი (18), 0:2 გიუნდოგანი (76), 0:3 სტერლინგი (81)

მანჩესტერ სიტი (4-3-1-2): ედერსონი - უოკერი, დიაში, ლაპორტი (77. სტოუნსი), ზინჩენკო (68. კანსელო) - გიუნდოგანი (78. ბ. სილვა), როდრი, ფ. ტორესი (77. მაჰრეზი) - დე ბრუინე (82. პალმერი) - ფოდენი, სტერლინგო

პორტუ 2:0 ოლიმპიაკოსი

გოლები: 1:0 ვიეირა (11), 2:0 ს. ოლივეირა (85) 

D ჯგუფი

ატალანტა 2:2 აიაქსი

გოლები: 0:1 ტადიჩი (30-პენალტი), 0:2 ლ. ტრაორე (38), 1:2 საპატა (54), 2:2 საპატა (60)

ატალანტა (3-4-2-1): სპორტიელო - ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი - ჰატებოერი, პაშალიჩი, ფროილერი, გოსენსი - ილიჩიჩი (79. მალინოვსკი), გომესი (78. მურიელი) - საპატა

აიაქსი (4-3-3): ონანა - ელ მაზრაუი (56. კლაიბერი), შურსი, ბლინდი, ტალიაფიკო - კლაასენი, ტადიჩი, გრავენბერჩი - ანტონი (90+4. ლაბიადი), ტრაორე, ნერეში (69. პრომესი)

ლივერპული 2:0 მიდტიულანდი

გოლები: 1:0 ჟოტა (55), 2:0 სალაჰი (90+3. პენალტი)

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალეკსანდერ-არნოლდი, ფანინიო (30. უილიამსი), გომესი, რობერტსონი - ჰენდერსონი (46. ვეინალდუმი), მილნერი - შაჩირი, მინამინო (61. სალაჰი), ჟოტა (81. ფირმინო) - ორიჯი (60. მანე)

კომენტარები

ბოლო ამბები