Thumbnail

'ამ თამაშმა პოზიტიური განცდა დაგვიტოვა' - კონტე შახტართან ფრის შემდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში მილანის ინტერი სტუმრად დონეცკის შახტარს დაუპირისპირდა და ქულის მოპოვება მოახერხა (0:0). იტალიური გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.

თამაშის ხარისხით "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სწორი დამოკიდებულებით ითამაშა და გამარჯვებას იმსახურებდა.

ანტონიო კონტე (ინტერის მთავარი მწვრთნელი): "ამ თამაშმა პოზიტიური განცდა დაგვიტოვა, რადგან ბიჭებმა თავიდანვე სწორი ინტენსივობით და დიდი გუნდის გუნდის დამოკიდებულებით ითამაშეს. არ გაგვიმართლა, მაგრამ ძალიან კარგი მატჩი გვქონდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, შახტარს ვაპრესინგებდით. შედეგი სამწუხაროა, რადგან მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა სწორ გზაზე ვართ. ჯგუფში ამ ფრით ცოტა რამ შეიცვალა, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით და მადრიდშიც ამისთვის წავალთ.

არ შემიძლია კმაყოფილი არ ვიყო, არაფერი დავთმეთ და დასანანი მხოლოდ ის არის, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. გავიხსენოთ, რომ ეს იყო მე-4 თამაში ბოლო 10 დღეში, ეს მოკლე ციკლი დავიწყეთ ისე, რომ 2 ტრავმირებული და 6 კოვიდ 19-ით ინფიცირებული ფეხბურთელი გვყავდა".

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ინტერს 2 ტურის თავზე 2 ქულა აქვს და მომდევნო ტურში მადრიდში, რეალს დაუპირისპირდება.

📺 დავით ხოჭოლავას ტრავმის მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები