Thumbnail

'ჩვენ ახლა ვაწყობთ გუნდურ თამაშს' - ჰანსი ფლიკი მატჩის შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეორე ტურში მიუნხენის ბაიერნმა მოსკოვში 2:1 დაამარცხა ლოკომოტივი. მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკი მედიის წინაშე წარსდგა.

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): "მატჩი რთულად მიმდინარეობდა, ვიცოდით, რომ ამ მეტოქესთან ასე იქნებოდა. მოსაგებად დიდი შრომის გაწევა მოგვიწია.
აქ სხვა კლუბებსაც ძალიან უჭირთ. ცენტრში ბურთი კარგად გვეჭირა, გუნდურ თამაშს ჯერ ახლა ვაწყობთ. მაინც მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ. გამარჯვებაში ყველამ შეიტანა წვლილი, ეს სწორედ გუნდური გამარჯვება იყო. დიახ, ჩვენ გოლი გავუშვით, მაგრამ 1:2 ღირსეული ანგარიშია ორივე გუნდისთვის".

📺 ლოკომოტივი v ბაიერნი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ ბაიერნს ქულათა მაქსიმუმი, 6 აქვს და 3 ნოემბერს ზალცბურგს ავსტრიაში ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები