Thumbnail
  • ლოკომოტივი 1:2 ბაიერნი | 0:1 გორეტცკა 13', 1:1 მირანჩუკი 70', 1:2 კიმიხი 79'
  • გამარჯვების გოლი იოზუა კიმიხმა გაიტანა

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოსკოვის ლოკომოტივმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ჰანსი ფლიკის გუნდს 6 ქულა აქვს და 3 ნოემბერს ზალცბურგს ესტუმრება.

ანგარიში "რეკორდმაისტერმა" მალევე გახსნა - მე-13 წუთზე ტოლისო-პავარის შესანიშნავი კომბინაცია გოლით ლეონ გორეტცკამ დაასრულა. მეორე ტაიმში, თითქოს, ლევანდოვსკის მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვიდეორეფერიმ გააუქმა.

70-ე წუთზე რუსებმა გაათანაბრეს - მარჯვნიდან ზე ლუისმა ჩააწოდა და გოლი ანტონ მირანჩუკმა გაიტანა. ათი წუთიც არ გასულა, რომ იოზუა კიმიხმა ლამაზი გოლით ბაიერნი კვლავ დააწინაურა. 

📺 ლოკომოტივი v ბაიერნი [მიმოხილვა]

საინტერესო ფაქტები

📌 თომას მიულერმა ბაიერნის რიგებში 545-რ ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ის კლაუს აუგენტალერს გაუთანაბრდა. მიულერს მხოლოდ ორი მინდვრის მოთამაშე უსწრებს: ჰანს-გეორგ შვარცენბეკი (547) და გერდ მიულერი (565).

📌 ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე რუსულ კლუბებთან 15-დან მხოლოდ 1 მატჩი დათმო. სხვათა შორის, ეს გუნდი იყო როსტოვი - 2:3 (2016 წ.).

📌 ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო. 

📌  გერმანულ გრანდს 14 მატჩია, რაც ლიგაზე სტუმრად არ წაუგია. 

ლოკომოტივი მოსკოვი 1:2 ბაიერნი

გოლები: 0:1 გორეტცკა (13), 1:1 ან. მირანჩუკი (70), 1:2 კიმიხი (79)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ალაბა, ლ. ერნანდესი - კიმიხი, გორეტცკა (46. ხავი მარტინესი) - მიულერი (46. გნაბრი), ტოლისო, კომანი (69. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი 

კომენტარები

ბოლო ამბები