Thumbnail
  • ბარსელონას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
  • ბარტომეუმ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

ბარსელონას პრეზიდენტი ჟოზეპ მარია მარტომეუ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემებმა გაავრცელეს.

57 წლის ბარტომეუმ პოსტი კლუბში არსებული არეულობის გამო დატოვა. აღსანიშნავია, რომ ის ცოტა ხნის წინ გუნდიდან წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ რამ გამოიწვია მისი აზრის შეცვლა, უცნობია.

ბარტომეუს ბოლო წლებში ურთიერთობა ბარსელონას წამყვან ფეხბურთელებთანაც გაუფუჭდა. მათ შორის, ლიონელ მესისთანაც, რომელიც ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზეპ მარია ბარტომეუ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტს 2014 წლის იანვრიდან იკავებდა და მისი მმართველობის პერიოდში კატალონიურმა გრანდმა 4-ჯერ ლა ლიგა და ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები