Thumbnail
  • პოლონეთში პოლიციამ ცეზარი კუხარსკი დააკავა
  • ის რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი, ცნობილი აგენტია
  • პროკურატურის განცხადებით, კუხარსი რობერტს ემუქრებოდა

ცეზარი კუხარსკის სახელი და გვარი კარგად იციან დორტმუნდის ბორუსიას ერთგულმა გულშემატკივრებმა და პრინციპში, ბაიერნის ფანებმაც უნდა იცოდნენ - ის რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი მრჩეველია. კუხარსკი დღეს პოლონეთში პოლიციამ დააკავა!

საქმე ისაა, რომ პოლონელი გოლეადორის ყოფილ აგენტს ბრალად ედება ბაიერნის ფორვარდის “დასჯადი მუქარა” და მისი წნეხის ქვეშ მოქცევა. ამის შესახებ ვარშავის პროკურატურის წარმომადგენელმა მარცინ სადუშმა ისაუბრა. 

რაც კუხარსკი ლევანდოვსკის აგენტი აღარ არის, მათ შორის დავაა

როგორც ირკვევა, კუხარსკი ლევანდოვსკისგან 20 მილიონ ევროს ითხოვდა. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც რობერტმა მრჩეველი შეიცვალა, მათ შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა იყო. ‘შპიგელის’ ინფორმაციით, კუხარსკიმ საქმე აღძრა ლევანდოვსკიზე პასუხისმგებელი ფირმის, RL Management-ის წინააღმდეგ.

მიუნხენის ბაიერნი დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მოსკოვის ლოკომოტივს სტუმრად ეთამაშება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები