Thumbnail
  • პსჟ-ის ბრაზილიელმა ფორვარდმა ორი სიმბოლური ხუთეული შეადგინა
  • 28 წლის ფეხბურთელის არჩევანი ბევრისთვის შესაძლოა საკამათო იყოს    

ფრანგული პარი სენ-ჟერმენისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა მსოფლიოს ორი სიმბოლური მინი-ნაკრები შეადგინა, რომლებშიც 5-5 არაბრაზილიელი ფეხბურთელი შეიყვანა. პირველ სიმბოლურში მოქმედი ფეხბურთელები მოხვდნენ, მეორეში კი ისინი, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს.

ნეიმარის მოქმედი ფეხბურთელებისგან შემდგარ ხუთეულში, რომელშიც არ არის მეკარე, ეს მოთამაშეები მოხვდნენ:

პოლ პოგბა (საფრანგეთი, მანჩესტერ იუნაიტედი), ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა), ლუის სუარესი (ურუგვაი, ატლეტიკო), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ) და ედენ აზარი (ბელგია, რეალი).

ნეიმარმა სუარესსა და მესისთან ერთად ბარსელონაში 4 სეზონი გაატარა

28 წლის ბრაზილიელმა მეორე სიმბოლურ გუნდში, რომელშიც ის მოთამაშეები მოხვდნენ, რომლებმაც კარიერა უკვე დაასრულეს, ინგლისის ნაკრების ერთბაშად სამი ყოფილი ფეხბურთელი დაასახელა: 

ჩავი (ესპანეთი), ფრენკ ლამპარდი, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექჰემი (ყველა ინგლისი) და ტიერი ანრი (საფრანგეთი). 

ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, სადაც რეკორდულად მაღალი თანხის - 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ბარსელონადან გადავიდა. ნეიმარს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 103 მატჩში 64 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები