Thumbnail

NBA | ლეიკერსი სეზონს ლებრონ ჯეიმსის გარეშე დაიწყებს? გრინმა სტარტზე ისაუბრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

როგორც ირკვევა, NBA-ში ახალი სეზონის სტარტი 22 დეკემბერს იგეგმება. ეს ამბავი განსაკუთრებით ლოს ანჯელეს ლეიკერსში არ მოსწონთ, რადგან გამოდის, რომ ჩემპიონ გუნდს დასვენებისთვის ცოტა დრო ექნება. შესაბამისად, დენი გრინი ფიქრობს, რომ ლებრონ ჯეიმსი პირველ თვეს საერთოდ არ ითამაშებს.

“თუ სეზონს დეკემბერში დავიწყებთ, ვფიქრობ, ბევრი იტყვის, არ ვითამაშებო,” - განაცხადა გრინმა პოდკასტში The Ringer NBA Show, - ბევრი ვეტერანი გვყავს და არცისე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე. რონდოსთვის ეს მე-15 სეზონი უნდა იყოს, ჰოვარდისთვის კი - მე-16. ლებრონ ჯეიმსს სულაც მე-18 სეზონი ელოდება.”

წაიკითხეეს უნდა მომხდარიყო - როგორ დაბრუნდა ჩემპიონობა კალიფორნიაში

გრინმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ 35 წლის ლებრონმა თავისი 17 სეზონიდან 10-ში ფინალები ითამაშა და როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად დიდი დატვირთვები აქვს გადატანილი. “სწრაფი რესტარტის შემთხვევაში არ ველოდები, რომ ლებრონი პირველივე დღიდან შემოგვიერთდება. მგონია, რომ ერთი თვე არც ითამაშებს. ივარჯიშებს, მაგრამ არ ითამაშებს,” - დასძინა გრინმა.

NBA-ში სეზონის დაწყებას 22 დეკემბერს გეგმავენ, ვარჯიშები კი პირველი დეკემბრიდან უნდა განახლდეს. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრა, რომელშიც ლეიკერსმა მაიამისთან მე-17 ჩემპიონობა გაინაღდა, 11 ოქტომბერს გაიმართა. გამოდის, რომ ფინალისტები მხოლოდ 7 კვირას დაისვენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები