Thumbnail

'აქ თამაში დინამოელობას რომ არ ნიშნავს, ხომ იცით?' - ფანები ფეხბურთელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამოს ქომაგები კლუბის ფეხბურთელებს საბურთალოსთან მატჩის შემდეგ შეხვდნენ
  • 'ელიტის' წარმომადგენლებმა ფეხბურთელებთან კლუბში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს

დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის გადადებულ მატჩში საბურთალოს 3:1 მოუგო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დინამოს ფეხბურთელებს კლუბის ქომაგთა გაერთიანების, "ელიტას" წევრები შეხვდნენ და კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრნენ.

''საბურთალოსთან მოგებით გამოსწორდება ეს ყველაფერი? ეგ არის თქვენი თამასა? ოპტიმიზმი კარგია, ჩვენც გვაქვს ოპტიმიზმი, თორემ აქ არ მოვიდოდით. დინამოს მაისურები თქვენ გაცვიათ, თქვენ გადიხართ მოედანზე და თქვენ წარმოადგენთ კლუბს. დინამოში თამაში დინამოელობას ხომ არ ნიშნავს - ეს ყველას არ ეხება'', - ვიდეოში "ელიტას" ერთ-ერთი წარმომადგენელი საუბრობს.

ქომაგთა გაერთიანებასთან შეხვედრას მთელი გუნდი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ დინამომ საბურთალოსათან მოგებით ლიდერ დინამო ბათუმთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. გარდა ამისა, თბილისურ კლუბს მიმდინარე სეზონში ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები