Thumbnail

ფანების ვერსიითაც საუკეთესოა - ჯოვინოს კიდევ ერთი აღიარება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ვოლგოგრადის როტორის ფანების გამოკითხვის შედეგად მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფლამარიონ ჯოვინო დასახელდა. დინამო ბათუმის ყოფილმა თავდამსხმელმა ხმების 37% მიიღო და კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა.

მე-2 ადგილზე ანდრეს პონსე გავიდა (21%), ხოლო მესამეზე ოლეგ კოჟემიაკინი (17%). ჯოვინომ ლოკომოტივთან გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ის ამ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ექსპერტების ვერსიითაც დასახელდა.

როტორმა სეზონში პირველი გამარჯვება სწორედ მოსკოველთა წინააღმდეგ მოიპოვა და ამ შეხვედრაში საბა კვერკველიამ და ზურიკო დავითაშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, ხოლო ბექა მიქელთაძე მოედანზე ბოლო 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

📺 ვიდეო: ჯოვინოს გოლი და საგოლე პასი მოსკოვის ლოკომოტივთან

ჯოვინო როტორს დაახლოებით 2 თვის წინ იჯარით შეუერთდა და რუსულ გუნდში 2 გოლის გატანა მოასწრო. ის ფანებმა მეორედ აღიარეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. როტორს 12 ტურში 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები