Thumbnail
  • 'არის საშუალება 2 ცენტრალური ნახევარმცველი დავაყენოთ, თუნდაც 4-2-4 განლაგებით'
  • იუვეს ლეგენდის აზრით, პირლომ ჩემპიონთა ლიგაში ახალი განლაგება უნდა გამოიყენოს

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ რჩევები მისცა ანდრეა პირლოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ითამაშოს იტალიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ესპანურ ბარსელონასთან.

“პირლო საჭირო გადაწყვეტილებას ეძებს. ის გუნდის შემადგენლობას მეტოქიდან გამომდინარე ცვლის. არაა გამორიცხული, მან ახლა სქემაც შეცვალოს. იუვეს დიდი შემტევი პოტენციალი გააჩნია კულესევსკითა და კიეზათი ფლანგებზე. ვფიქრობ, რომ არის საშუალება გუნდმა 2 ცენტრალური ნახევარმცველით ითამაშოს, თუნდაც 4-2-4 განლაგებით. ამ სქემით შემტევი ოთხეული დიდ თავისუფლებას მიიღებს. კულუსევსკი მარჯვნივ, კიეზა – მარცხნივ, დიბალა-რონალდუ ან დიბალა-მორატა თავდასხმის ცენტრში. ჩემპიონთა ლიგაში იუვენტუსმა სწორედ ასე უნდა ითამაშოს”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის პირველ ტურში იუვენტუსმა კიევში დინამოს 2:0 სძლია, ბარსელონამ კი უნგრული ფერენცვაროში 5:1 გაანადგურა. იტალიური და ესპანური გრანდების დაპირისპირება 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები