Thumbnail

დღეს ფინეთის ნაკრების თავკაცმა ჰენრიკ დეტმანმა ნოემბერში საქართველოსთან და სერბეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი შეიცვალა - საქართველოს ნაკრები ფინეთის ქალაქ ესპოოში ითამაშებს. ილიას ზუროსის გუნდი მასპინძელ ფინეთსა და შვეიცარიას შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს ფინეთთანაც და შვეიცარიასთან სტუმრად უნდა ეთამაშამა. ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ასე რომ, ზუროსის გუნდი იქ უკონკურსოდ გამოდის.

საქართველოს ნაკრები ფინეთთან 28 ნოემბერს ვეთამაშებით. დეტმანის 25-კაციან სიაში დიდი სიახლეა - ჩიკაგო ბულსის ფორვარდი ლაური მარკანენი ითამაშებს.

"ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც მატჩი არ მითამაშია, თუმცა მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ, რაც კი დღევნდელ სიტუაციაში შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ნაკრების რიგებში თამაში მსურს", - განაცხადა ლაური მარკანენმა. 

"NBA-სთან კონტაქტი გვქონდა, სეზონი მოგვიანებით იწყება. ჩვენ შეგვიძლია ეროვნულ ნაკრებში ლაური გამოვიყენოთ, თუმცა ოფიციალურ დასტურს ველოდებით", - განაცხადა დეტმანმა.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ სიტუაციაშია ინდიანას გოგა ბითაძეც. თუ ლაური მარკანენს თამაშის უფლებას მისცემენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინეთში თამაში გოგასაც შეეძლო. ნაკრებშია პეტერი კაპონენიც, რომელიც 2007 წლის NBA-ს დრაფტის პირველ წრეში ფილადელფიამ აიყვანა, თუმცა ის ბაიერნში თამაშობს.

ფინეთის გაფართოებული შემადგენლობა

ააპელი ალანენი (კატაია), მაქს ბესელინკი (ჰელსინკი), დანიელ დოლენცი (სვანს გმუნდენი, ავსტრია), შონ ჰოპკინსი (ტამპერე), შონ ჰაფი (ჰელსინკი), მიკაელ იანტუნენი (იუტა, ნცაა, აშშ), ანტი კანერვო (ჰელსინკი), ჰენრი კანტონენი (აიქს-მორინე, საფრანგეთი), მიკო კოივისტო (ვილპასი), პეტერი კოპონენი (ბაიერნი, გერმანია), ტუუკა კოტი (ჰელსინკი), კარლ ლინდბომი (ოსტრუვი, პოლონეთი), ალექსანდერ მადსენი (ვეფ, ლატვია), ლაური მარკანენი (ჩიკაგო, ნბა, აშშ), ედონ მაქსჰუნი (პიარნუ, ესტონეთი), ალექს მერფი (გრანადა, ესპანეთი), ერიკ მერფი (ფუკუშიმა, იაპონია), იუჰო ნენონენი (ვილპასი), მატი ნუუტინენი (ურა ბასკეტი), ტოპიას პალმი (ვანოლი კრემონა, იტალია), რემუ რაიტანენი (კობრატი), სასუ სალინი (იბეროსტარ ტენერიფე, ესპანეთი), ილარი სეპალა (აიქს-მორინე, საფრანგეთი), ელიას ვალტონენი (ტუბინგენი, გერმანია), ჯამარ ვილსონი (კატაია).

კომენტარები

ბოლო ამბები