Thumbnail

'სასტიკი ცემა რეფერიმ შეაჩერა' - ოთარ ერანოსიანმა არგენტინელი მოკრივე დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოთარ ერანოსიანმა არგენტინელი ემილიანო გარსია დაამარცხა
  • ნოკაუტი მე-2 რაუნდში - ქართველი მოკრივის წარმატებული დებიუტი პროფესიონალებში

ფლორიდაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოკრივე ოთარ ერანოსიანმა, რომელიც ამ ზაფხულს პროფესიონალებში გადავიდა, მორიგი ორთაბრძოლა გამართა და გაიმარჯვა. 27 წლის ერანოსიანმა პროფესიონალებში მესამე გამარჯვება იზეიმა, მან გამოცდილი არგენტინელი ემილიანო მარტინ გარსია დაამარცხა. რეფერიმ ორთაბრძოლა მე-4 რაუნდში შეწყვიტა. 

ოთარ ერანოსიანს პროფესიონალებში სამიდან სამი გამარჯვება აქვს, აქედან ორი ტექნიკური ნოკაუტით. სუპერმსუბუქ წონაში (59 კგ-მდე) მოასპარეზე მოკრივე შემდეგ ორთაბრძოლას 20 ნოემბერს გამართავს, მეტოქე ჯერ უცნობია.

philboxing.com: "ერანოსიანმა მეტოქე ჯერ კიდევ მე-2 რაუნდში დააგდო. ეს გამეორდა, მესამე და მეოთხე რაუნდებში, სანამ რეფერი ამ სასტიკ ცემას შეწყვეტდა. 27 წლის ქართველი, რომელიც მაიამიში ცხოვრობს, ძალზე გამოცდილია სამოყვარულო დონეზე, მას ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში და ვერცხლის მედალი ევროპის თამაშებზე. გარსია თავის ქვეყანაში მაგარი იყო, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ამის დამტკიცება ვერ შეძლო". 

კომენტარები

ბოლო ამბები