Thumbnail
  • 📅 27 ოქტომბერი | ⌚ 23:59 | ⚽ გლადბახი V რეალი | 📺 SILK UNIVERSAL
  • მოგებული ელ კლასიკოს შემდეგ ზიდანის გუნდი ამაღლებულ განწყობაზეა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგა ხურდება. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, თამაში პრაქტიკულად პაუზის გარეშე  მიმდინარეობს (გამონაკლისი სანაკრებო პაუზებია) და აღდგენისთვის დრო უბრალოდ არ არის: ტოპკლუბები კვირაში მინიმუმ ორ მატჩს მართავენ და ეს ყველაფერი ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების ფონზე. 

ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, მიონხეგლადბახში, "ბორუსია-პარკზე" სათამაშოდ მადრიდის რეალი ჩადის. ზინედინ ზიდანის გუნდი, რომელმაც ლიგა შინ შახტართან სენსაციური წაგებით (2:3) დაიწყო, მეორე ტურის შეხვედრას მაინც ამაღლებული განწყობით ხვდება - ლა ლიგის წინა ტურში მადრიდელებმა "ელ კლასიკოში" სტუმრად ბარსელონა დაამარცხეს (3:1), ეს კი ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს...  

სერხიო რამოსმა კლასიკოში გოლის გატანაც მოახერხა 

არადა, გლადბახთან თამაშამდე რეალმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ სამი თამაში დათმო. ასეთი რამ კი "სამეფო კლუბს" XXI საუკუნეში პირველად დაემართა.

ზოგადად, B ჯგუფში სასტარტო ტურმა ვითარება არია. თუკი ფავორიტმა რეალმა შინ შახტართან წააგო, გლადბახმა მილანში ინტერთან ფრე გაახერხა (2:2). მასპინძლებს ძალიან არ გაუმართლათ, ხოლო გერმანულ კლუბს ყველაფერი გამოუვიდა და რომ არა ლუკაკუს გოლი 90-ე წუთზე, შეიძლებოდა შინ 3 ქულითაც დაბრუნებულიყო.

გლადბახმა რეალთან თამაშამდე ბუნდესლიგაში მაინცს მოუგო

და როგორც ჩანს, გლადბახისთვის ფორტუნის წყალობა აქ უნდა დასრულდეს. ყველაფერთან ერთად, ბარსელონას მძლეველ რეალს, შახტართან მატჩისგან განსხვავებით, სერხიო რამოსი მწყობრში ჰყავს და ის, რის უფლებასაც თავს უკრაინული გუნდის შემტევები მადრიდელთა დაცვაში აძლევდნენ, ძალიან საეჭვოა მიონხენგლადბახელებმა მისცენ. 

რეალის საერთო ჯგუფს დაუბრუნდა აზარიც. უთამაშებელ ედენს გლადბახთან სასტარტოში არ უნდა ველოდოთ, თუმცა ბოლო 15-20 წუთით მოედანზე ცვლილებაზე შესულს სტუმრებისთვის კრეატივის მოტანა ნამდვილად შეეძლება.  

📷 რეალი გერმანიაში 3 ქულისთვის ჩავიდ

საინტერესო ფაქტები

⚽ გლადბახმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში 2 გოლზე ნაკლები გაიტანა. 

⚽ ლიგაში გლადბახის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში პირველ ტამში 2-ზე ნაკლები გოლი გავიდა. 

⚽ გლადბახმა ამ ტურნირში ბოლო 3 საშინაო მატჩიდან ვერცერთი მოიგო (2 ფრე, 1 წაგება).

⚽ ლიგაში გლადბახის ბოლო 6 საშინაო მატჩში არბიტრები 4 ყვითელ ბარათს უჩვენებდნენ. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის ბოლო 6 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ზინედინ ზიდანის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 3 მატჩი წააგო.

⚽ რეალმა ჩემპიონთა ლიგაში სტუმრაც ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 5 მოიგო.

⚽ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა. 

⚽ რეალმა ტურნირში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 9 მატჩიდან 7-ში 3-ზე ნაკლები გოლი გაიტანა.

⚽ რეალი ლიგაში სტუმრად ჩატარებული 10 მატჩიდან 9-ში 6 კუთხურზე მეტს არ აწვდიდა. 

⚽ რეალი ლიგაში სტუმრად გამართული ბოლო 13 მატჩიდან 11-ში 2 ყვითელ ბარათზე მეტს არ იღებდა. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში რეალმა ბუნდესლიგის კლუბებთან სტუმრად ბოლო 3 შეხვედრა მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

გლადბახი (4-2-3-1): ზიმერი - ლაინერი, გინტერი, ელვედი, ბენსებაინი - კრამერი, ნოიჰაუსი - ჰოფმანი, შტინდლი, ტურამი - პლეა.
ტრავმა: პოულსენი, ბენეში, ზაკარია, ლაზარო.

რეალი (4-4-2): კურტუა - ვასკესი, ვარანი, რამოსი, მენდი - მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი - ვინისიუსი, ბენზემა. 
ტრავმა: ოდეგორი, კარვახალი, ოდრიოსოლა, დიასი, ნაჩო. 

კომენტარები

ბოლო ამბები