Thumbnail

ბასილაშვილი ვარდნას განაგრძობს – ნიკოლოზი ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი კლასიფიკაციაში უკვე 36-ე ადგილზე იმყოფება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს ზედიზედ 9 მატჩი სეტისმოუგებლად აქვს წაგებული

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ვარდნას განაგრძობს, რაც მისი ბოლოდროინდელი ასპარეზობიდან გამომდინარე, მოულოდნელი ნამდვილად არაა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ბასილაშვილი 1 395 ქულით უკვე 36-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის წინა კვირის მაჩვენებელზე 2 პოზიციით უარესია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, სანამ კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირები შეწყდებოდა, ნიკოლოზი 1 485 ქულით მსოფლიოს 27-ე ჩოგანი იყო, მისი კარიერის საუკეთესო შედეგი კი გასული წლის მაისით თარიღდება, როდესაც მე-16 საფეხურს უწია.

შეგახსენებთ, რომ იძულებითი პაუზის პერიოდში ბასილაშვილს პირადი ცხოვრებაც აერია და ყოფილ მეუღლესთან სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს, თამაშების განახლების შემდეგ კი, ნიკოლოზი საკუთარ თავს აღარ ჰგავს და უკვე ზედიზედ 9 (!) მატჩი ისევ აქვს წაგებული, რომ სეტიც კი არ აუღია.

ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ნიკოლოზი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ჯონ მილმანთან (ავსტრალია, 1:6, 4:6, 4:6), ფედერიკო დელბონისთან (არგენტინა, 5:7, 3:6), ლორენცო სონეგოსთანა (იტალია, 3:6, 1:6), რობერტო ბაუტისტა აგუტთან (ესპანეთი, 4:6, 3:6), ტიაგო მონტეიროსთანა (ბრაზილია, 5:7, 4:6, 2:6) და ნორბერტ გომბოსთან (სლოვაკეთი, 6:7, 2:6).

აქვე მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულიც: 1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11 740 ქულა, 2. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 9 850, 3. დომიკ ტიმი (ავსტრია) – 9 125, 4. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 6 630, 5. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 5 925, 6. დანიილ მედვედევი (რუსეთი) – 5 890, 7. ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) – 5 015, 8. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 3 429, 9. დიეგო შვარცმანი (არგენტინა) – 3 285, 10. მატეო ბერეტინი (იტალია) – 3 075.

კომენტარები

ბოლო ამბები