Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისს შორის გადაიდო. როგორც ეროვნული ლიგის ვებგვერდი იტყობინება, ‘ქართული დერბი’ 28 ოქტომბრის ნაცვლად, 26 ნოემბერს ჩატარდება.

ტორპედომ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ გუნდში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თამაში ამის გამო გადადო.

გარდა ამისა, შეიცვალა ტორპედო-დინამო ბათუმის მატჩის ჩატარების თარიღიც. ეს დაპირისპირება 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება. ცვლილებები მოხდა ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც, სადაც შევარდენი 1906-შუქურას თამაში 25 ნოემბრისთვის გადაიდო, ხოლო რუსთავი-შუქურა 4 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას დინამო ბათუმი 13 თამაშში მოპოვებული 26 ქულით ლიდერობს და დინამო თბილისს 1 ქულით უსწრებს. მე-3 ადგილზე კი გორის დილა იმყოფება, რომელსაც 23 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები