Thumbnail
  • 'ის ტრადიციულად ძლიერი გახლდათ მიწოლაში და შერკინებაში თავი არავის დააჩაგვრინა'
  • ცნობილმა სარაგბო ვებ-გვერდმა გასული ტესტების საუკეთესო 15-ეული ჩამოწერა

ცნობილმა სარაგბო ვებ-გვერდმა Ultimaterugby გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების გათვალისწინებით, სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილიც მოხვდა. შეგახსენებთ, რომ პარასკევს ღამით “ბორჯღალოსნებმა” შოტლანდიაში 7:48 წააგეს, მოგვიანებით კი, რაგბს მონატრებულმა ქომაგმა კიდევ 2 მატჩი იხილა: ირლანდიამ იტალიას 50:17 სძლია, ხოლო საფრანგეთმა უელსს 38:21 მოუგო. Ultimaterugby-მ ნარიაშვილი საუკეთესოდ პირველი ნომრის პოზიციაზე დაასახელა და შესაბამისი დახასიათებაც დაურთო:

“საქართველოს ნაკრებს კარგი საღამო ნამდვილად არ ჰქონია, რადგანაც შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, თუმცა, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილი მაინც გამორჩეული იყო. ის ტრადიციულად ძლიერი იყო მიწოლაში და შერკინებაში თავი არავის დააჩაგვრინა. ამას გარდა, ნარიაშვილს 18-დან მხოლოდ 1 ბოჭვა გაუცუდდა და ამ მაჩვენებლით, უქმეებზე მხოლოდ ირლანდიის ნაკრების წევრ ვილ კონორსს ჩამორჩა”.

სრულად საუკეთესო თხუთმეტეული ასე გამოყურება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (საქართველო), 2. ფრეიზერ ბრაუნი (შოტლანდია), 3. ენდრიუ პორტერი (ირლანდია), 4. ტაჯ ბირნი (ირლანდია), 5. ალუნ-ვინ ჯოუნსი (უელსი), 6. სებასტიენ ნეგრი (იტალია), 7. ვილ კონორსი (ირლანდია), 8. სიჯეი სტენდერი (ირლანდია), 9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი), 10. რომეინ ნტამაკი (საფრანგეთი), 11. უგო კინანი (ირლანდია), 12. გაელ ფიკუ (საფრანგეთი), 13. ვირიმი ვაკატავა (საფრანგეთი), 14. დარსი გრემი (შოტლანდია), 15. ბლეარ კინგჰორნი (შოტლანდია).

კომენტარები

ბოლო ამბები