Thumbnail
  • მილანს ორი ფეხბურთელი კორონავირუსის გამო გამოაკლდა
  • დონარუმას და ჰაუგეს ტესტი დადებითია

მილანის ფეხბურთელებს, ჯანლუიჯი დონარუმასა და იენს პეტერ ჰაუგეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. "როსონერის" ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტესტირების ბოლო შედეგებით, ხსენებული 2 მოთამაშე და გუნდის პერსონალის კიდევ 3 წევრი დაინფიცირდა.

დონარუმას და ჰაუგეს დღეს რომასთან სერია A-ს მე-5 ტურის მატჩი გაუცდებათ. ისინი ხუთშაბათს, ევროპალიგის მე-2 ტურშიც ვერ ითამაშებენ და იზოლაციაში ყოფნა გამოჯანმრთელებამდე მოუწევთ.

მილანში კორონავირუსი ორ კვირაზე მეტია, მცველ მატეო გაბიასაც აქვს, რომელიც სანაკრებო პაუზის დროს იტალიის 21-წლამდე ნაკრებში დაინფიცირდა.

შეგახსეხენებთ, რომ მილანმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სერია A-ს 12 ქულით ლიდერობს. სტეფანო პიოლის გუნდი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე რომას დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები