Thumbnail

თემურ ქეცბაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის ინციდენტი ამოწურულია. Larnakasports-ის ინფორმაციით, გასახდელში ანორთოსისის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებთან მოკლე საუბარი გამართა. მან კმაყოფილება გამოთქვა გამარჯვების გამო (2:0 აპოელთან) და მომავალ დაპირისპირებაში, რომელსაც მისი გუნდი ოთხშაბათს ეთნიკოსთან გამართავს, სიფრთხილის გამოჩენა მოითხოვა.

ქეცბაია გასახდელიდან გასვლამდე ცოტა ხნით ადრე თორნიკე ოქრიაშვილთან მივიდა, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ინციდენტი დასრულებულად ჩაითვალა. ზემოხსენებული წყაროს ცნობით, ყველაფერი, რაც მატჩის ბოლოს მოხდა, თამაშის სიმძაფრის შედეგი იყო. ქეცბაია და მისი შეგირდები ახლა ყურადღებას მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკოსთან მატჩზე ამახვილებენ.

ანორთოსისს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლიდერ ლიმასოლის აპოლონს ჩამორჩება (3 ქულით). თემურ ქეცბაიას გუნდი მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, სტუმრად ეთნიკოსის წინააღმდეგ გამართავს.

📺 გიორგი ქვილითაიას გოლი აპოელთან

კომენტარები

ბოლო ამბები