Thumbnail
  • მიზეზი ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარებაა
  • თამაში, სავარაუდოდ, ერთ თვეში გაიმართება

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და თბილისის ლოკომოტივს შორის გადაიდო. ამის მიზეზი ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარებაა. სავარაუდოა, რომ აღნიშნული შეხვედრა 1 თვის შემდეგ, 26 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას სწორედ დინამო ბათუმი ლიდერობს. გია გეგუჩაძის გუნდმა 13 ტურის შემდეგ 26 ქულის მოპოვება მოახერხა და დინამო თბილისს 1 ქულით უსწრებს. თბილისის ლოკომოტივი 19 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები