Thumbnail

'THE GOAT' - ჯო როგანმა ხაბიბი მოკლე კომენტარით გააცილა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • როგანის აზრით ხაბიბი ყველა დროის საუკეთესოა
  • ჯონ ჯონსი ამბობს, რომ დროებით ამ წოდებას ხაბიბს დაუთმობს

გუშინ UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ქამარი მესამედ დაიცვა და კარიერაში 29-ე ორთაბრძოლა მოიგო. დაღესტნელმა მებრძოლმა, აბუ დაბიში ამერიკელი ჯასტინ გეიჯი მეორე რაუნდში დაამარცხა, რომელიც ე.წ. 'სამკუთხედით' მოახრჩო.

ბრძოლის შემდეგ, ოქტაგონზე ტრადიციულ მიმართვაში, ხაბიბმა განაცხადა, რომ მისი MMA კარიერა დასრულდა. 32 წლის მებრძოლმა ბოლოს დაამატა, რომ UFC-ის 'Pound-for-Pound' რეიტინგში ჯონ ჯონსის ნაცვლად პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებს.

ხაბიბის MMA-დან წასვლის ამბავს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის იყო ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგის - ჯო როგანის ტვიტიც, სადაც როგანმა ყველაფერი მოკლედ, ერთ პოსტში აღწერა "ხაბიბ ნურმაგომედოვი ყველა დროის საუკეთესოა" - წერდა როგანი.

ამ მოსაზრებას ბოლომდე არ ეთანხმება ჯონ ჯონსი, რომელიც 'Pound-for-Pound' რეიტინგში ახლაც პირველ ადგილს იკავებს. "სანამ მძიმე წონის ქამარსაც ავიღებ, მანამდე გაერთე ამ ტიტულით" - წერს ჯონსი, რომელიც მძიმე-მსუბუქი წონიდან, მძიმე წონაში გადასვლას და სტიპე მიოჩიჩთან ბრძოლას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები