Thumbnail

ვან დაიკის დროებითი შემცვლელი - ლივერპული შალკეს მცველის დამატებას ეცდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • £20 მილიონი ოზან ქაბაქის სანაცვლოდ
  • თურქი ცენტრალური მცველი ბუნდესლიგაში 2019 წლიდან თამაშობს

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი ლივერპული, შალკესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - ზამთრის სატრანსფერო შესვენებაზე, ინგლისური კლუბი შალკეს თურქი ცენტრალური მცველის - ოზან ქაბაქის დამატებას ეცდება.

გალათასარაის მიერ აღზრდილი 20 წლის ქაბაქი, £20 მილიონი ღირს და კლოპი მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის მიერ შექმნილი ახალი ფინანსური რეალობის გამო კლუბმა მისი დამატება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ევერტონის კიპერთან - ჯორდან პიკფორდთან შეტაკების შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა მძიმე ტრავმა მიიღო და როგორც კლუბის სამედიცინო შტაბის წევრები ამბობენ, ჰოლანდიელს მთელი სეზონი გაუცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები