Thumbnail

'ძმაო, მამა შენით ამაყობს' - რონალდოს და მაკგრეგორის მიმართვა ხაბიბს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვმა მებრძოლის კარიერა წაუგებლად დაასრულა
  • ხაბიბს პირველებმა კრიშტიანო რონალდომ და კონორ მაკგრეგორმა მიულოცეს

მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის მფლობელის, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დივიზიონის დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა.

ნურმაგომედოვმა გეიჯი მეორე რაუნდში სამკუთხა მარყუჟით დააძინა და კარიერის ბოლო, 29-ე ბრძოლა მოიგო. ხაბიბს გამარჯვება პირველებმა ცნობილი სპორტსმენებიდან კრიშტიანო რონალდომ და კონორ მაკგრეგორმა მიულოცეს.

კრიშტიანო რონალდო: "გილოცავ ძმაო, მამა შენით ამაყობს".

ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა პოსტი ტვიტერში გამოაქვეყნა:

კონორ მაკგრეგორი: "ბრწყინვალე გამოსვლა ხაბიბის გუნდისგან. მე გავაგრძელებ.
პატივისცემა და სამძიმარი კიდევ ერთხელ, მამის გარდაცვალების გამო, შენ და შენს ოჯახს. პატივისცემით, მაკგრეგორები".

დანიელ კორმიე: ვულოცავ UFC-ს ისტორიაში ყველაზე დიდ ჩემპიონს. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დროისთვის, რაც შენთან გავატარეთ. 29:0 დაუმარცხებელი და უდავო ჩემპიონი.

ჯონი ბონსი: მინდა ხაბიბს მივულოცო განსაკუთრებული კარიერის დასრულება. მე ვიცი, რომ მან მამამისი მილიონობით ქომაგთან ერთად განსაკუთრებით ამაყი გახადა. ღმერთმა დალოცოს ხაბიბი თავის გზაზე.

დატინ პორიე: უდავოდ პირველია

ალექს ვოლკანოვსკი: ის ნამდვილად ნომერი პირველია. გილოცავ ამ დიდებულ კარიერას.

კომენტარები

ბოლო ამბები