Thumbnail

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცის, გია ცეცაძის უკრაინული კარიერა წარმატებული აღმოჩნდა - ლვოვში დანიშნიდან ზუსტად 4 თვის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გადადგა.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში ცეცაძის ლვოვი შინ დნეპრ1-თან 1:3 დამარცხდა. 

გია ცეცაძე: "ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არაფერი გამოგვდიოდა. გადავდექი - დღეიდან აღარ ვიმუშავებ ლვოვში. ყველას დიდი მადლობა, მივდივარ".

ლვოვი ამ სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს 7 ტურის შემდეგ ქულა აქვს მხოლოდ. აღსანიშნავია, რომ ცეცაძე კლუბიდან ისე მიდის, ერთ მატჩშიც კი ვერ მოაგებინა ლვოვს. 12 მატჩიდან 3 ფრედ დასრულდა, 9-ში კი ქართველი სპეციალისტის გუნდი დამარცხდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები