Thumbnail

‘შენით ვამაყობ, მებრძოლო’ - ასე გაამხნევეს ლიანა ჯოჯუა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიანა ჯოჯუას მესამე ბრძოლა UFC-ში წარუმატებელი აღმოჩნდა
  • ქართველი გოგონა ინსტაგრამის პოსტზე უამრავმა ადამიანმა გაამხნევა 

ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა და მეორედ დამარცხდა. მისი მეტოქე ამერიკელი მირანდა მავერიკი იყო, რომელმაც ჯოჯუას იდაყვით ცხვირი გაუტეხა. ლიანას ბრძოლის გაგრძელება სურდა, თუმცა ექიმების გადაწყვეტილებით, შეხვედრა შეწყდა და გამარჯვება მავერიკს დარჩა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ლიანამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით: სამწუხაროდ, ასეც ხდება. ბრძოლის გაგრძელება მსურდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა.

ქართველი მებრძოლი ინსტაგრამზე უამრავმა ადამიანმა გაამხნევა. მათ შორის UFC-ს ქართველმა მებრძოლებმა გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა. ''შენით ვამაყობ, მებრძოლო'', - დაწერა დვალიშვილმა პოსტის კომენტარში.

ის UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, პოლონელმა იოანა იედჟეიჩეკმაც გაამხნევა. ლიანას პოსტზე  გამამხნევებელი კომენტარები მაირბეკ ტაისუმოვმა (UFC-ს მებრძოლი), იგორ ლაზორინმა (UFC-ს რეპორტიორმა), მარია ვარშავსკაიამ (ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ათლეტი) და სხვა ცნობილმა ადამიანებმა დაწერეს - მათ ლიანას ჯანმრთელობა და მომდევნო ბრძოლებში წარმატება უსურვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები