Thumbnail

"კამპ ნოუზე" 245-ე "ელ კლასიკო" გაიმართა - ბარსელონამ რეალს ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ზინედინ ზიდანის გუნდი 13 ქულით გალიდერდა. 

მატჩის წინ 17 წლის ანსუ ფატიმ ლა ლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. ანგარიში კი რეალმა გახსნა - ქარიმ ბენზემას პასის მერე ფედე ვალვერდე მეკარე ნეტოსთან პირისპირ დარჩა.

ბარსელონამ 4 წუთში უპასუხა, ალბა მარცხნიდან შევიდა საჯარიმოში და ფატის გაატანინა. ამის შემდეგ ბარსამ (მესი) და რეალმა (ბენზემა) ორი ძალზე სახიფათო მომენტი გაცვალეს, მაგრამ კურტუამ და ნეტომ თავიანთი გუნდები იხსნეს.

📺 ბარსელონა v რეალი [მიმოხილვა]

მე-2 ტაიმში კვლავ რეალი დაწინაურდა, სერხიო რამოსზე უხეშობა VAR-მა დააფიქსირა და თავად დაზარალებულმა 62-ე წუთზე პენალტი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები დაწინაურდნენ, საგოლე მომენტები ისევ მათ შექმნეს, კროოსს, რამოსსა და სხვებს გატანა მართებდათ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ კუნამნა რისკიანი შეცვლები გააკეთა, რამაც არ გაამართლა. 90-ე წუთზე მატჩს წერტილი ლუკა მოდრიჩმა დაუსვა, რომელმაც წინ გამოსულ ნეტოს გაუტანა. 

საინტერესო ფაქტები

რეალის დაუმარცხებელი სერია ბარსელონასთან გრძელდება

⚽ ეს ოფიციალურ მატჩებში 245-ე კლასიკო იყო, რეალი დაწინაურდა 97:96. ლა ლიგაში ანგარიში ასეთია: 74:72.

⚽ ანსუ ფატის გოლი მე-400 იყო ბარსელონასთვის კლასიკოების ისტორიაში.

⚽ ანსუ ფატი გახდა ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც "ელ კლასიკოში" თავი გოლით გამოიჩინა. ის 17 წლის და 359 დღისაა. ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი კი ალფონსო ნავაროა (1947 წლის მარტი) - ის სამი დღით უმცროსი იყო ფატიზე. თუმცა 21-ე საუკუნეში ფატი რეკორდსმენია, მან ვინისიუს ჟუნიორს აჯობა. 

⚽ სერხიო რამოსმა 31-ე კლასიკო ითამაშა. ის რეალის ისტორიაში პირველ ადგილზე გადავიდა ამით, თუმცა პირველ ადგილს პაკო ხენტოსთან და რაულ გონსალეს ბლანკოსთან იყოფს.

⚽ პედრი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც "ელ კლასიკო" სასტარტოში დაიწყო - ის 17 წლის და 334 დღისაა. რეკორდი ბოიან კრკიჩს ეკუთვნის.

⚽ სერხიო რამოსმა ლა ლიგაში 499-ე მატჩი ჩაატარა და 74-ე გოლი გაიტანა.

⚽ სერხიო რამოსი რეალის პირველი ფეხბურთელია კრიშტიანო რონალდოს (2013 წელს თასზე) შემდეგ, ვინც "კამპ ნოუზე" პენალტი გაიტანა. ლა ლიგაში კი ბოლოს პენალტი "კამპ ნოუზე" რეალის ფეხბურთელებიდან რუუდ ვან ნისტელროიმ (2007 წელს) გაიტანა.

⚽ 2020 წელს ორი კლასიკო გაიმართა და ორივე რეალმა მოიგო - 1 მარტს შინ 2:0 ახლა, სტუმრად 3:1.

ბარსელონა 1:3 რეალი

გოლები: 0:1 ვალვერდე (5), 1:1 ფატი (9), 1:2 სერხიო რამოსი (62-პენ), 1:3 მოდრიჩი (90)

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - დესტი, პიკე, ლონგლე, ალბა (87. ბრაიტვაიტი) - ბუსკეტსი (82. ტრინკაო), ფ. დე იონგი - პედრი (82. დემბელე), კოუტინიო, ფატი (82. გრიზმანი) - მესი

რეალი (4-3-3): კურტუა - ნაჩო (43. ლუკას ვასკესი), ვარანი, სერხიო რამოსი, მენდი - ვალვერდე (69. მოდრიჩი), კაზემირო, კროოსი - ასენსიო (81. როდრიგო), ბენზემა, ვინისიუსი

კომენტარები

ბოლო ამბები