Thumbnail

'ახალ ხაბიბს' მეტოქე შეურჩიეს - ჩიმაევის ბრძოლა ლას ვეგასში მთავარი იქნება

  • 19 დეკემბერს, ლას ვეგასში, ახმატ ჩიმაევი და ლეონ ედვარდსი იჩხუბებენ
  • შვედი ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს  

ჩეჩნური წარმომავლობის მქონე შვედი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მებრძოლად მიიჩნევა და მას "ახალ ხაბიბსაც" უწოდებენ, ბრიტანელ ლეონ ედვარდსს დაუპირისპირდება და ეს შეხვედრა UFC-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 19 დეკემბერს, ლას ვეგასშია დაგეგმილი. 

ევდარდსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ პრომოუშენის რეიტინგიდან ამოიღეს, მაგრამ დივიზიონის ნახევრადსაშუალო წონაში მესამე ადგილს დაუბრუნდა, ჩიმაევთან შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა. 

29 წლის ლეონ ედვარდსს ზედიზედ 8 მოგება აქვს, ბოლო ბრძოლაში კი რაფაელ დოს ანიოსს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. 26 წლის ხამზატ ჩიმაევს კი UFC-ში გატარებულ რამდენიმეთვიან პერიოდში ვადამდე მოპოვებული სამი გამარჯვება აქვს. ჩეჩნეთში დაბადებულმა მებრძოლმა ბოლოს ამერიკელ ჯერალდ მარშარტს სძლია. 
  
ბრიტანელთა გამარჯვების შემთხვევაში, ხამზატ ჩიმაევი ნახევრადსაშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები