Thumbnail

'რუსეთის ლიგის მთავარი ტოპფეხბურთელი' - ხვიჩა კვარაცხელიას რეალური ფასი დღეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე კვლავაც ბევრს საუბრობენ. TRANSFERMARKT-მა ცოტა ხნის წინ ფეხბურთელების ფასები განაახლა და კვარაცხელია 7,5 მილიონ ევროდ შეაფასა. ხვიჩას მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, თუმცა ამავდროულად იწერება, რომ ყაზანის კლუბი ქართველ ტალანტთან განშორებას თუ გადაწყვეტს, მას მხოლოდ ევროპაში გაყიდის…

კვარაცხელიაზე რუსეთში ცნობილმა ფიგურამ, მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია და მისთვის გაუგებარია, რატომ არ იყიდეს აქამდე ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ტოპკლუბებმა - მოსკოვის სპარტაკმა და სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა.   

"გაუგებარია, რატომ არ იყიდა არცერთმა ტოპკლუბმა კვარაცხელია. ვფიქრობ, რომ დღეს ის რუსეთის პრემიერლიგის მთავარი ტოპფეხბურთელია.

ვფიქრობ, დღეს ის 20 მილიონი ღირს და კარგი იქნებოდა, ამ ფასად მისი ახლავე შეძენა, რადგან ზაფხულში ეს უკვე შეუძლებელი იქნება. ეს მოთამაშე სჭირდება ზინეტს, რომელსაც აკლია კრეატივი, მოძრაობა და სიახლე. ის შეტევას გააცოცხლებდა, გააკეთებდა პასებს, დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანდა აზმუნს, ძიუბას. მათ ასეთი მოთამაშე არ ჰყავთ.

რუბინმა ხვიჩა 2019 წლის ზაფხულში, უფასოდ დაიმატა

ხვიჩა ამინდს ამავე პოზიციაზე არც სპარტაკში გააფუჭებდა. ბაკაევისა თუ კოკორინის ნაცვლად ის რომ იყოს, გუნდი უფრო კრეატიული გახდებოდა. დღეს ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და უცნაურია, რომ არავინ აიყვანა. 

გაუშებს თუ არა მას რუბინი? თუკი 10 მილიონად არ დათმობს, დათმობს 15-ად. თუ 15-ად არ დათმობს, ე.ი. დათმობს 20-ად. რუბინი ის გუნდი არაა, რომელსაც შეუძლია თქვას "არ მინდა". გუნდს სახსრები სჭირდება. დიახ, რუბინი ხვიჩას იმაზე იაფად არ გაუშვებს, ვიდრე ღირს, მაგრამ რეალურ თანხაზე ყოველთვის დათანხმდება", - ამბობს ჩერვიჩენკო მედიასთან

ხვიჩას ანგარიშზე ეროვნული ნაკრების 5 მატჩში გოლი და 2 საგოლე პასია

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. ქართველ ფეხბურთელს რუბინთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული

კომენტარები

ბოლო ამბები