Thumbnail

'ის მანქანაა' - ლიანა ჯოჯუა UFC-ში მეტოქეს 'მოკვლით' დაემუქრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიანა ჯოჯუა UFC-ში მესამე ბრძოლას ამერიკელ მირანდა მავერიკთან გამართავს
  • 25 წლის ქართველმა მებრძოლმა მეტოქე დაახასიათა და მას მინი-ტაისონი უწოდა
  • მზერით დუელის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქართველს ხელი არ ჩამოართვა 

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლიანა ჯოჯუა UFC-ში მესამე ბრძოლას გამართავს. 25 წლის ქართველი გოგონა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს, 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" 23 წლის ამერიკელ მირანდა მავერიკს დაუპირისპირდება, რომლისთვის ეს UFC-ში სადებიუტო ბრძოლა იქნება.

ბრძოლის წინ ლიანამ რუსულ მედიასთან ქალთა MMA-ში გარეგნობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მეტოქეც დაახასიათა.

"როდესაც მისი პროფილი გამომიგზავნეს და მაცნობეს, რომ მასთან უნდა მეჩხუბა, გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო! გასაგიჟებელია - ის მანქანაა!". ის მართლაც მანქანაა. პატარა, მკვრივი - შეიძლება ითქვას, მინი-ტაისონია.

ჩემს დივიზიონში ბევრ გოგონა გამოიყურება ასე, მათ ფონზე კი მე დაკუნთული არ ვჩანვარ. მეტი ცხიმი და ნაკლები რელიეფი მაქვს, მაგრამ ეს არ მოქმედებს ბრძოლაზე. ყველა ადამიანი განსხვავებულია და გარეგნობისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. 

ქართველი მგელი UFC-ში მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება

მაგრამ, მხოლოდ კარგი ბრძოლები საკმარისი არაა, მაყურებელს ვიზუალურადაც უნდა მოსწონდე. ქალთა ММА-ში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც გოგონა სიმპათიურია, მას უფრო აქტიურად აკვირდებიან. 

მავერიკი არ არის ურიგო მებრძოლი და ვერც იმას ვიტყვი, რომ სიმპათიური არაა. ის ძლიერია, მაგრამ არ არის პოპულარული. ვნახე მისი ინსტაგრამი და შემიძლია გითხრათ, რომ არ იცის მისი მართვა. ვურჩევდი, მენეჯერი დაიხმაროს", - ამბობს ლიანა.

აღსანიშნავია, რომ მავერიკმა თავის ინსტაგრამზე ლიანასთან "მზერის დუელი" აღწერა და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლი მას მოკვლით დაემუქრა.

"აწონვა დასრულდა. ჩემი წონა 126 ფუნტია (57,15 კგ). ჩემმა ოპონენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მითხრა: "მოგკლავ", როგორც "როკის" რიმეიქშია", - წერს მირანდა, რომელმაც ამის გამო ლიანას ხელი არ ჩამოართვა.

ლიანა ჯოჯუას UFC-ში ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული. გასულ ზაფხულს "ქართველმა მგელმა" რუმინელი დიანა ბელბიტა პირველსავე რაუნდში დაამარცხა, მანამდე კი წაგებული სარა მორასთან ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები