Thumbnail
  • გრეგორ თაუნსენდი ფინ რასელის თამაშით კმაყოფილი დარჩა
  • შოტლანდიელთა მწვრთნელს შერკინებასა და მოლში თამაშიც მოეწონა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. ლევან მაისაშვილის გუნდი შოტლანდიის ნაკრებთან ''მარიფილდზე'' 7:48 დამარცხდა. ''ბორჯღალოსნებმა'' 8 ლელო გაუშვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა მედიასთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მომდევნო შეხვედრებში შედეგის გამოსწორების იმედი აქვს. თამაში შოტლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმაც შეაფასა - ის კმაყოფილი დარჩა და რამდენიმე მორაგბეც შეაქო.

გრეგორ თაუნსენდი: "ვან დერ მერვემ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან სადებიუტო შეხვედრაში ლელოც დადო. ფინ რასელიც კარგად ჩაერთო. ორი-სამი სწრაფი პასი გააკეთა და რამდენიმე კარგი დარტყმაც შეასრულა. შემტევებმა შესანიშნავად ითამაშეს. ორივე მხარეს ჰქონდა შეცდომები, თუმცა ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. შერკინებითა და მოლით კი ყველაზე მეტად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ბოლო ორი კვირის შრომა დაგვიფასდა და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ეს გამარჯვება მართლაც განსაკუთრებული იყო."

კომენტარები

ბოლო ამბები