Thumbnail

'პერსპექტიულია, მაგრამ...' - პაოკ-ის მწვრთნელი ნიკა ნინუას მომავალზე

  • პაოკ-ის თავკაცმა 21 წლის ქართველი ნახევარმცველის პერსპექტივაზე ისაუბრა
  • აბელ ფერეირა ნიკას ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჯერ არ განიხილავს

სალონიკის პაოკ-მა, რომლის ღირსებას ნიკა ნინუა იცავს, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შინ ქულები დაკარგა. პაოკ-ი, რომელსაც პორტუგალიელი აბელ ფერეირა წვრთნის, შინ კვიპროსულ ომონიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, მასპინძელთა 21 წლის ქართველი ნახევარმცველი კი სათადარიგო სკამზე დარჩა.

მატჩის შემდეგ აბელ ფერეირამ მის გუნდში ნიკა ნინუას შანსებზეც ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ნინუა ბერძნულ კლუბში ამ ზაფხულს, დინამო თბილისიდან გადავიდა და ახალი გუნდის მაისურით ჯერჯერობით მხოლოდ სამ მატჩში ითამაშა - სამივე საბერძნეთის ჩემპიონატში.

"ნინუა ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ჯერჯერობით მას ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ განვიხილავ", - თქვა პაოკ-ის თავკაცმა. 

ნიკა ნინუა სათამაშოდ საბერძნეთში აგვისტოში გადაბარგდა

სალონიკის პაოკ-ი ევროპალიგის E ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად, ომონიას გარდა, გრანადა და პსვ ეინდჰოვენი ჰყავს. ტურნირში მომდევნო შეხვედრა ბერძნულ გუნდს 30 ოქტომბერს, სტუმრად გრანადასთან უწევს.

საბერძნეთის სუპერლიგაში ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ, ნინუას გუნდს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები