Thumbnail

ხაბიბი-გეიჯის ბრძოლის პოპულარობის ფასი - UFC-ის პრეზიდენტმა დაიანგარიშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ხაბიბი-გეიჯის სატიტულო ბრძოლის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრის მფლობელის, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დივიზიონის დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" თბილისის დროით 25 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 

უაითის თქმით, მომავალი ორთაბრძოლის პოპულარობას თუ შევაფასებთ, ის 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

"ამ ბრძოლაზე უკვე 50 ქვეყანაში წერენ. 23 მილიარდი ნახვა აქვს კონტანეტს. როდესაც დეტალებს ვარჩევდით, მსგავსი მასშტაბის ღირებულება დავიანგარიშეთ. ეს 700 მილიონი დოლარია. აი, რამდენად ცნობილია ეს ბრძოლა", - თქვა უაითმა ინტერვიუს დროს ერთ-ერთ YouTube-არხზე. 

ხაბიბ ნურმაგომედოვის ბოლო მეტოქე ჯასტინ პორიე იყო, რომელიც 2019 წლის სექტემბერში დაამარცხა. რუსმა სპორტსმენის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 28 ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა. ჯასტინ გეიჯიმ მაისში ტონი ფერგიუსონს სძლია, სულ კი MMA-ში გამართულ 24 ბრძოლაში 22 მოგება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები