Thumbnail

'დიდი შთაბეჭდილება მოახდინა' - კრეიტონის მწვრთნელი ანდრონიკაშვილზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

19 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი თავის ახალ კლუბ კრეიტონ ბლუჯეისს შეუერთდა და აშშ-ს სტუდენტური ლიგის (NCAA) მოახლოებული სეზონისთვის ემზადება. რატისთან ერთად, კრეიტონელებმა გაზაფხულზე ლიეტუველი მოდესტას კანცლერისი დაიმატეს და როგორც ირკვევა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გრეგ მაკდერმოტი ახალწვეულების მდგომარეობით კმაყოფილია.

“რატიმ და მოდესტასმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. მიუხედავად იმისა, რომ კარანტინის გამო, მათთან ერთად მუშაობისთვის დიდი დრო არ მოგვცემია, რაც ვნახე, უკვე მომეწონა” – განუცხადა მწვრთნელმა Creightonian-ს.

რატი ანდრონიკაშვილი კრეიტონის ვარჯიშზე

შეგახსენებთ, რომ ანდრონიკაშვილი ბიგ ისთის ერთ-ერთ ლიდერში მაისში ჩაირიცხა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი ამერიკაში ჩასვლა რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა. ბასკონიური პროექტის (ესპანეთში 2 წელი აქვს გატარებული) პროდუქტმა გასული სეზონი ბერძნულ პანიონიოსში დაიწყო და სუპერლიგის წევრ რუსთავში დაასრულა. უდავოა, რომ რატისთვის ამერიკაში გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

COVID 19-ის გამო ნაადრევად შეწყვეტილ სეზონში კრეიტონს 13 მოგება და 5 მარცხი ჰქონდა და ბიგ ისთის კონფერენციაში ვილონავასთანა და სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლთან ერთად პირველობას ინაწილებდა. იმდროინდელი მონაცემებით, კრეიტონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე გახლდათ და ეს, ძალიან მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ს 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-მდე გუნდი თამაშობს. თუკი არაფერი შეიცვალა, სტუდენტური ლიგის ახალი სეზონი 25 ნოემბერს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები